გარდაბანში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კიდევ 37 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.