რუსთავში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, ეპიდკვლევები მიმდინარეობს.
ჯამში, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, ვირუსის 461 შემთხვევაა დადასტურებული, თვითიზოლაციაში იმყოფება 520 ადამიანი.