კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გარდაბანში

გარდაბანში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბოლო ოცდაოთხ საათში “კოვიდ 19”-ზე 84 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი 18 მათგანს დაუდასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის  ინფორმაციით, დადასტურებულ შემთხვევებს შორის, გარდაბნის სკოლების და ბაღების პედაგოგები და მოსწავლეებიც არიან,რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

 ახალი შემთხვევების ნაწილის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

 ჯამში გარდაბანში 9 სექტემბრიდან დღემდე კორონავირუსის 90-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.