კორონავირუსის 1871 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 1871 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30303-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.