რუსთავის ცხელების ცენტრის 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ცხელების ზონაში TV4-ს განუცხადეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის დანარჩენ 4 პაციენტს.
ამასთან, ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 7 პაციენტია და მათი ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.