რუსთავში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდკვლევები.
ცნობისთვის, 31 ახალი შემთხვევა რუსთავში გუშინ ღამე დადასტურდა, ცხრა პირის ტესტის პასუხი კი დღეს დილას გახდა ცნობილი.
TV4 დეტალებს არკვევს.