საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში გამოვლინდა, 98 იმერეთში, 62 – თბილისში.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, 15 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა, 9 სამცხე-ჯავახეთში, 7 გურიასა და შიდა ქართლში, 2 კახეთში, 6 შემთხვევა კი იმპორტირებულია.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3419-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
„კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1100-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა.