საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 538-ს შადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. სულ “კოვიდ19”-ს 91 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1393-ს შეადგენს.