საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში, 111 თბილისში, იმერეთში 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 25, გურიაში –8, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში -2 დადასტურდა.
მისივე განცხადებით, აჭარაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 51%-ით შემცირდა, ხოლო თბილისში 22%-ით მოიმატა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 235-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 62-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 230-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.