კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11271-მდე გაიზარდა.

UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარიან ენდელაძის განცხადებით, ქვემო ქართლს 31 შემთხვევა უკავშირდება.

განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის, თბილისში ცოტა შემცირდა, 137-ია, გუშინ 179 ახალი შემთხვევა იყო. იმერეთში 99-ია, დაახლოებით იგივეა, რაც გუშინ იყო. ქვემო ქართლში გახლავთ 31 ახალი შემთხვევა, გურიასა და მცხეთა მთიანეთში -10-10, შიდა ქართლში 7 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5, კახეთშია 3 შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის ერთი და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 4“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი. სულ ვირუსული ინფექციისგან განიკურნა 6119 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.