კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 292 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 7 159-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 109-ს შეადგენს.