კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის  სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, აჭარაში 342 შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შემცირდა და 277 ახალი შემთხვევა დასტურდება.

იმერეთში მოიმატა და დღეს 158 დადასტურდა. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია: სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე ჯავახეთში – 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2 ახალი შემთხვევაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 613.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.