საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ავრცელებს.
„366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 21, კახეთსა და გურიაში -13-13, მცხეთა მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში- 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში – ერთი. თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა, “, – განაცხადა ენდელაძემ.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7367- მდე გაიზარდა.
ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა სულ 113 შეადგენს, კარანტინის რეჟიმში 5792 ადამიანი იმყოფება.