რუსთავში, ლეონიძის N26 -ში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ხანძარი ლიფტში სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.









