დავით კირკიტაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

რუსთავის #52 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ.

როგორც მან ტვ4-თან საუბრის დროს აღნიშნა, ხმა საქართველოს ძლიერ ოჯახებს მისცა. როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, კენჭისყრის დღე რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მე-12 ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა.