პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
მან საკუთარი არჩევანი ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, არჩევანი, რომელიც მან დააფიქსირა ქვეყნის უახლეს ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი იქნება.