მარნეულის ბაგა-ბაღის ორ აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარანეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების N3 ბაღის ორ აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა TV4-ს განუცხადა, „კოვიდ 19“ დედმამიშვილებს დაუდასტურდათ, რის გამოც აღნიშნული ფილიალის ორი ჯგუფი, პედაგოგების ჩათვლით, თვითოზოლაციაშია გადასული.

სხვა ჯგუფებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე, ვირუსი სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელსაც დაუდასტურდა. ბაღში სააღმზრდელო პროცესი სრულად შეჩერებულია და თვითიზოლაციის ვადის დასრულების შემდეგ, სწავლის განახლების გადაწყვეტილება, პისიარ ტესტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. საიმერლოს ბაღში სააღმზრდელო პროცესი 25 ოქტომბრამდე გადაიდო.