მარნეულის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” “ენმ”-ში გადავიდა. ამის შესახებ დღეს, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ლიდერებმა მარნეულში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, “ქართული ოცნება” დატოვა ყულარის ადმინისტაციული ერთეულის დეპუტატმა ილჰამ გაჯიევმა.
როგორც ჟურნალისტებს გაჯიევმა განუცხადა, გადაწყვეტილება თავად მიიღო. ოპოზიცია დღევანდელ ბრიფინგზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. შსს-მ ინციდენტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.