მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.
ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“მარნეულში, სოფელ ულაშლოს სკოლის,დირექტორმა უკაცრავად სკოლის იმპერატორმა 11 წლის სკოლის მოსწავლეს სცემა! გავიგე, რომ ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე არიან”, – წერს ბაირამოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.