მარნეულში სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.

ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“მარნეულში, სოფელ ულაშლოს სკოლის,დირექტორმა უკაცრავად სკოლის იმპერატორმა 11 წლის სკოლის მოსწავლეს სცემა! გავიგე, რომ ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე არიან”, – წერს ბაირამოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.