მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალის” ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებული 60 წლამდე ქალბატონია. მისი ყველა კონტაქტი ამ დროისთვის მოძიებულია და მათი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
ამჟამად თვითიზოლაციაში ინფიცირებული ქალბატონის 2 თანამშრომელი იმყოფება.