მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მე-3 გარდაცვლილი იპოვეს.

იქამდე კი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

 

ისინი მეწყერის მიერ წაღებულ სახლთან, ავტომობილში ისხდნენ. 

გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი მოქალაქეც. 

სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.