მე-12 მაჟორიტარულ ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 10 968 მოქალაქემ დააფიქსირა. ამის შესახებ TV4-ს N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და კანონით განსაზღვრული ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 141 ათას ამომრჩეველზე მეტია რეგისტრირებული”-განაცხადა გაგა აფციაურმა