მთიანი ყარაბაღი : კონფლიქტს კიდევ 30 სამხედრო ემსხვერპლა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მონაცემებით, აზერბაიჯანთან კონფლიქტს კიდევ 30 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

გუშინ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ე.წ. არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბრის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაღუპული სამხედროების რაოდენობა 280-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.