მთიან ყარაბაღში ფრანგული გამოცემა “ლე მონდის“-ის 2 ჟურნალისტი დაიჭრა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
მოგვიანებით, სომხეთის მთავრობამ კიდევ ერთი Twitter-პოსტი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაპირისპირების დროს კიდევ ორი მედიის ჟურნალისტი დაიჭრა.
საუბარია 24news.am-სა და Armenia TV-ზე.
მათი ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმა ავტომობილზე მიიტანა, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა. დაჭრილი ჟურნალისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს.








