N24 სკოლაში, N81 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაური იყო.
TV4-ის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტის მიერ ფარულ გადაღების ფაქტს აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე მსგავს ფაქტს მანამდეც ჰქონდა ადგილი. ადგილზე იმყოფებოდა მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გაგა აფციაურიც.