რუსთავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების სამუშაოები რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრმა” ჩაატარა. 

სამსახურის ხელმძღვანელის, რევაზ გოგიძის თქმით, გადაწყვეტილება შარტავას მცხოვრებლების წერილობითი მიმართვის შემდეგ მიიღეს. 

ცნობისთვის, ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში შარტავას N19-ის მოსახლეობა აღნიშნულ ადგილას, ანტისანიტარიასა და სიბინძურეს უჩიოდა.