ნადირაშვილი: ხმა მივეცი საქართველოს ნაბიჯს ევროპული მომავალისკენ

მე-12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან”, ირმა ნადირაშილმა საკუთარი არჩევანი N62-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირდა. ნადირაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ არჩცევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

“მე ხმა მივეცი საქართველოს ნაბიჯს ევროპული მომავალისკენ, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ვიმედოვნებ, რომ ეს აქტივობა შენარჩუნდება, არცერთი მოქალაქე არ დარჩება სახლში და დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, ადგილი ჰქონდა დარღვევებს ჩვენს შტაბში და დილიდან ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. ყველაზე მთავარი რაც არის, ღია ბიულეტინებით აიძულებენ მოსახლეობას გამოსვლაც, რაც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.”-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.