ნინო ლაცაბიძე რუსთავის აზოტის ქარხანაში იმყოფებოდა.
მე-12 ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, საწარმოში დასაქმებულებს შეხვდა. კანდიდატი წარმოების პროცესს გაეცნო და ქარხნის თანამშრომლებს გაესაუბრა.
ნინო ლაცაბიძემ აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე, პირობების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა.










