ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდა რუსთაველ მხატვარს გიორგი ჩაჩანიძეს დღეს სახელოსნოში მეგობრებთან ერთად ეწვია.
მეგობრობის ქუჩაზე, წლების წინ ამ ადგილას არსებული ავტოფარეხი მოგვიანებით თანდათანობით სახელოსნოდ გადააკეთა, ვინაიდან ნამუშევრების შესაქმნელად სივრცე სჭირდებოდა.
გიორგი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ცდილობს, ყველა ის ნახატი შეინახოს, რომლებიც გამოფენებზე ჰქონდა გატანილი, რითაც სახელოსნოში მისულ დამთვალიერებელს ამ ნამუშევრებით შექმნილი ისტორია უამბოს.
მეგობრებთან ერთად უამრავ ახალ პროექტზე ფიქრობს, რომლებიც მისი აზრით, რუსთავს სხვა ელფერს შესძენს. სტუმრებთან ერთად დღეს სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ, რითაც რუსთაველი ახალგაზრდობის ცხოვრებაში სულ მალე უამრავი სიახლე გაჩნდება.