ნინო ლაცაბიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს. მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს კერძო სკოლებისა და ბაღების დამფუძნებლებს და დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე კანდიდატმა იმ ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს არსებული კერძო სკოლებისა და ბაღებისათვის. ნინო ლაცაბიძემ მოისმინა და გაითვალისწნა ის მოსაზრებები, რომლებიც თითოეული სკოლისა თუ ბაღის დირექტორებს აერთიანებთ.