ნინო ლაცაბიძე მედპერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს

 ნინო ლაცაბიძე  რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მედპერსონალს შეხვდა .

კანდიდატმა  ცენტრის დირექტორთან ერთად დაათვალიერა  პოლიკლინიკის შენობა და აპარატურა , რომლითაც პაციენტებს მკურნალობენ. იქ მომუშავე ექიმებთან ერთად ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც წარმატებით განხორციელდა.

ასევე შეხვედრაზე მედპერსონალის მხრიდან წამოიჭრა ის პრობლემა, რომელიც კონკრეტულად პედიატრიის კუთხით უნდა განხორციელდეს.