ნინო ლაცაბიძე რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მედპერსონალს შეხვდა .
კანდიდატმა ცენტრის დირექტორთან ერთად დაათვალიერა პოლიკლინიკის შენობა და აპარატურა , რომლითაც პაციენტებს მკურნალობენ. იქ მომუშავე ექიმებთან ერთად ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც წარმატებით განხორციელდა.
ასევე შეხვედრაზე მედპერსონალის მხრიდან წამოიჭრა ის პრობლემა, რომელიც კონკრეტულად პედიატრიის კუთხით უნდა განხორციელდეს.