ნინო ლაცაბიძე დღეს სტამბულის ბაზარს ესტუმრა და შპს “ერთობის” დირექტორთან ერთად ახალი ბაზრის ტერიტორია დაათვალიერა. მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეხვდა იქ მომუშავე ადამიანებს, მოისმინა მათი პრობლემები და ისაუბრა გადაჭრის გზებზე.