ნინო ლაცაბიძე ომის ვეტერანებს შეხვდა

 ნინო ლაცაბიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.  მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ომის ვეტერანებს შეხვდა.

 შეხვედრის ფარგლებში კანდიდატმა  ვეტერანების პრობლემები  მოისმინა და დასახა გეგმები, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.