ნინო ლაცაბიძე საწარმო  „ნიუპლასტიკში“” იმყოფებოდა

ნინო ლაცაბიძე საწარმო  “ნიუპლასტიკში” იმყოფებოდა. მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და დაწესებულებაში დასაქმებულებს შეხვდა. 

“დღეს ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც კერძო წარმოებების სტიმულირებისა და დაფინანსებისთვის გამოყოფს რესურსებს, მნიშვნელოვანი მიღწევაა ეკონომიკის განვითარებისთვის.

შიდა წარმოების სტიმულირების კარგი მექანიზმი იქნება, ჩემი აზრით, ერთიანი საგამოფენო სივრცის შექმნა რუსთავში, სადაც სამშენებლო კომპანიებს საშუალება ექნებათ, რომ რუსთავში მოქმედი საწარმოების პროდუქციას გაეცნონ.”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ

შპს „ნიუპლასტიკი“ რუსთავში 2016 წელს დაფუძნდა, სადაც მეტალოპლასტმასის პროფილებს ამზადებენ.

ცნობისთვის,30-მდე რუსთაველი ნიუპლასტიკის ორ საწარმოო ხაზზეა დასაქმებული და სანტექნიკისა და სასმელი წყლისთვის პლასტმასის მილებს ამზადებენ, რომლებიც შიდა ბაზარზე იყიდება.