ნოჯიხევში ქალი მატარებლის შეჯახებას ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში  მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ლიანდაგზე გადასვლის დროს ქალმა მატარებლის სიგნალი ვერ გაიგო.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.