“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პარტიის ოფისში, რომელიც მეგობრობის N1-ში მდებარეობს, სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში, სისხლი 10-მა ადამიანმა ონკოლოგიური პაციენტებისთვის და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის გაიღო.
მოგვიანებით, პარტიის ხელმძღვანელი პირები, გია ჟორჟოლიანი და დავით ლობჟანიძე ამომრჩევლებს შეხვდნენ.
“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” საარჩევნო ნომრით 46-ია. პარტიას არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები არ ჰყავს და მხოლოდ პროპორციული სიით იყრის კენჭს.
შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართა.