პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოსიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, რა დროსაც 43 წლის კაცი დაიღუპა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა, თუმცა უცნობია არის თუ არა დაკავებული საქართველოს მოქალაქე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პოლონეთში საქართველოს საკონსულო კავშირზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და გარდაცვლილის ოჯახთან.








