9 ოქტომბერს რაგბის ჩემპიონატი “დიდი 10” იწყება. დღეს ნინო ლაცაბიძე რუსთავის რაგბის მოედანს ეწვია. N12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა მოედნის გარე ტერიტორია დაათვალიერა და რუსთავის “ხარებს” წარმატება უსურვა.
8 თვიანი პაუზის შემდეგ რუსთაველი მორაგბეები ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გადიოდნენ და დღეს მათ დასკვნითი ვარჯიში ჰქონდათ. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა საზოგადოება “რუსთაველების” დამფუძნებელი ლექსო დალაქიშვილიც, რომელმაც რუსთავის მორაგბეთა გუნდი სრული ეკიპირებით უზრუნველყო.










