რამდენი ბავშვი მივიდა ბაღში რუსთავში ?

 დღეიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა განახლდა. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალში, 80 ბავშვი მივიდა. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ჯამში ფილიალებში 300 აღსაზრდელს ელოდებოდნენ, თუმცა ბაღში 80 ბავშვი გამოცხადდა. 

როგორც ეკა ხუციშვილმა აღნიშნა,  ბაღებში პანდემიის გამო, თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული.

ამასთან, სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა  ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების შესაბამისი პროტოკოლის თანახმად დაიწყო.