რუსთავის რეკრეაციულ სივრცეებში ვიდეო კამერების მონტაჟი დაიწყო. ქალაქის მასშტაბით, ჯამში 14 კამერა 7 ლოკაციაზე დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, რომ გარეკამერები საზოგადოება “რუსთაველების” მხარდაჭერით მონტაჟდება.
ახალი კამერები ნებისმიერ მსურველს ვებ-გვერდზე webcamera.ge, შესაძლებლობას აძლევს, თვალი ადევნოს რა ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე.