რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთის უღელტეხილზე. როგორც ცნობილი ხდება, სოფელ ბორითთან  მიკროავტობუსი ამობრუნდა. დაშავდა 2 მგზავრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.