რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად 1 წელში ?

საქსტატმა სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, 3.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციის ის კვლავ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს და 5.2%-ს შეადგენს.

აგვისტოსთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0.5%-ით გაიზარდა, 1%-ით გაიზარდა ფასები ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს პროდუქციის ჯგუფში, 2.4%-ით გაიზარდა ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, 1.8%-ით ჯანდაცვის ჯგუფის ფასები. 

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქციის ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჩაი და კაკაო – 14.4%;
  • თევზეული – 11.7%;
  • ზეთი და ცხიმი – 11.1%;
  • პური და პურპროდუქტები  – 8.7%;
  • ხილი – 8.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 6.1%;
  • ხორცი და ხორცპროდუქტები –  5.7%;
  • უალკოჰოლო სასმელები, წყლები და წვენები – 5.1%;
  • შაქარი და სხვა ტკბილეული – 4.1%