რუსთავის საბავშვო ბაღებში 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, სწავლა შეწყდება. როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა , ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების ფილიალებში საარჩევნო უბნები მოეწყობა, რის გამოც ბაღებში სწავლა დროებით შეჩერდება.
საარჩევო უბნები ქალაქის მასშტაბით 21-ვე ბაღში მოეწყობა.