რუსთავის ბლოკჩეინის ცენტრში, რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ ორგანიზებული კონკურსის – ბიზნეს სტარტერის ფარგლებში შექმნილი ბიზნეს გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე 10 პროექტი წარადგინეს. სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი ყველაზე წარმატებული 3 იდეის შესახებ, რომლის განსახორციელებლადაც ფინანსურ სახსრებს რუსთავის ინოვაციების ჰაბი გამოყოფს.
შეგახსენებთ, ჰაბმა პარტნიორებთან ერთად, ახალგაზრდული სტარტაპ იდეების კონკურსი 1-ელ სექტემბერს გამოაცხადა. კონკურსის მთავარი არსი ბიზნეს იდეის შეთავაზებაა, რომელიც აუცილებლად რუსთავში განხორციელდება და ქალაქისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იქნება. კონკურსში მონაწილეობას მისაღებად სულ 25 განაცხადი შევიდა.