რუსთავის თეატრს რიგით მეოთხე თეატრალური სივრცე ემატება.
როგორც რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ TV4-ს განუცხადა, 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, თეატრალური ფესტივალი გაიმართება, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრი გახსნის და მოზარდ მაყურებელთა თეატრი დახურავს.
სოსო ნემსაძის ინფორმაციით, ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება.
როგორც ცნობილი ხდება, ახალ სივრცეში 150 ადამიანს შეეძლება დასწრება.