რუსთავში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ტვ4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ორივე შემთხვეევა უკვე დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტს წარმოადგენს. დღის განმავლობაში რუსთავში სულ 4 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ტვ4-ისთვის გახდა ცნობილი, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის დირექტორი, ლალი ნაზღაიძე ადასტურებს. მისი თქმით, ვინაიდან სწავლა მე-11 კლასში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მას თანაკლასელებთან შეხება არ ჰქონია.









