ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე წარსადგენად, განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განცხადებაზე გარკვეული დოკუმენტაცია უნდა იყოს დართული, მათ შორის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი პირის ბიოგრაფიული მონაცემები და ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდების წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტები.
განაცხადების წარდგენა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
განცხადებაზე დართული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, რომელშიც ნათლად უნდა წარმოჩინდეს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (რუსთავის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის #162-ე დადგენილება);
ბ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი პირის ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) წარდგენილი კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდების წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტები ან სხვა სახის მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.