რუსთავის “სთილერსმა” თბილისის “იგლსი” დაამარცხა

ამერიკული ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატი რუსთავის “სთილერსისა” და თბილისის “იგლზის” მატჩით გაიხსნა.

დაპირისპირებას რუსთავის ფოლადის სტადიონმა უმასპინძლა და მატჩი მასპინძლების უდავო უპირატესობით წარიმართა. რუსთაველებმა მეტოქეს 32:16 სძლიეს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

რუსთავის სთილერსი მომავალ შეხვედრას 18 ოქტომბერს გამართავს.